რუსთავის სხვადასხვა უბანში 13 გაჩერება განახლდება. აღნიშნულთან დაკავშირებით გადაწყვეტილება საკრებულოს სხდომაზე მიიღეს. სამუშაოების წარმოებისთვის თანხები 2020 წლის ბიუჯეტში უკვე გაწერილია.
რეაბილიტაციის პროცესს კომპანია „ფორტუნა მედია“ სავარაუდოდ, იანვრიდან დაიწყებს.
როგორც საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე დავით რეხვიაშვილმა განაცხადა, ქალაქში არასწორ ადგილას არსებული 13 მოსაცდელი გაუქმდება და მათ ნაცვლად ახალი,თანამედროვე გაჩერებები მოეწყობა.