რუსთავში შარტავას ქუჩაზე მიცუბიშის მარკის ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა. შემთხვევის დროს მანქანაში არავინ იმყოფებოდა.
მეპატრონოს განცხადებით, ის მაღაზიაში იყო გასული და როდესაც უკან დაბრუნდა, კვამლი შეამჩნია, რის საფუძველზეც სახანძრო სამაშველო სამსახური გამოიძახა.
შემთხვევის დროს არავინ დაზარალებულა. მეხანძრე -მაშველებმა ცეცხლის ლიკვიდაცია დროულად მოახდინეს.
ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო -სამაშველო სამსახური, სასწრაფო დახმარების ბრიგადა და კრიმინალური პოლიცია.