რუსთავში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, 24 წლის გოგო და 56 წლის მამკაცი დაშავდა. შემთხვევა მესხიშვილისა და ლეონიძის ქუჩების გადაკვეთაზე მოხდა. ერთმანეთს “ოპელისა” და “მერსედესის” მარკის ავტომობილები შეეჯახნენ.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა. დაშავებულები კლინიკა “რუსთავში” გადაიყვანეს.
24 წლის გოგონა სხვადასხვა დაზიანებებით ნეირო-ქირურგიულ განყოფილებაში მოათავსეს. მისი მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურად მძიმეა.
დაშავებულ მამაკაცს კი მსუბუქი დაზიანებები აღენიშნებოდა და ამ დროისთვის სახლშია გაწერილი.