რუსთავის კრიმინალური პოლიციის სამმართველოსთან აქცია “დედები შვილების სიცოცხლის გადასარჩენად” მიმდინარეობს. აქციაზე ძირითადად მშობლები იმყოფებიან. ორგანზატორის განცხადებით, ისინი პოლიტიკურ პარტიებს ემიჯნებიან თუმცა აცხადებენ რომ სისტემა უნდა დაინგრეს. ადგილზე მშობლები დედები შვილებთან ერთად მივიდნენ.
აქციის მონაწილეებმა ადგილზე სიმბოლურად თეთრი და შავი ბუშტები მიიტანეს , შავი ბუშტების ჰაერში გაშვებით სიმბოლურად იმ ახალგაზრდებს დამშვიდობნენ ვინც სიცოცხლე თვითმკვლელობით დასრულა, ხოლო თეთრი ბუშტები პოლიციის შენობასთან არსებულ ბოძებს მიაბეს, იმის ნიშნად რომ შვილები მშობლებზე ადრე არ უნდა კვდებოდნენ.
აქციის მონაწილეების განცხადებით აუცილებელია ბოლო დროს მომხდარი მოვლენების გამოძიება საფუძვლიანად მოხდეს და დამნაშავეები დაისაჯონ.