რუსთავში ბაიკერთა კლუბის ორგანიზებით შეჯიბრი გაიმართა (+ფოტო)

რუსთავის მოტო კლუბის ორგანიზებით, მოტორბოლა მოეწყო. შეჯიბრში მონაწილეობა   დამწყებმა  9-10  წლის სპორტსმენებმა მიიღეს. შეჯიბრს სულ 3 მონაწილე ჰყავდა.

მონაწილეებმა რამდენიმე ე.წ დაბრკოლება გადალახეს და საკმაოდ კარგი შედეგები აჩვენეს. გამარჯვებული რუსთაველი სპორტსმენი გახდა.

შეჯიბრი რუსთავის მერიის მხარდაჭერით იაღლუჯის მთის ფერდობზე მოეწყო.