რუსთავში, ბუნებრივი აირის ნამწვით ინტოქსიკაცია ორმა ადამიანმა მიიღო. გავრცელებული ინფორმაციით,შემთხვევა მე-7-ე მიკრო რაიონში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში მოხდა.
სასწრაფო დახმარების ბრიგადამ მამაკაცს სამედიცინო დახმარება ადგილზე გაუწია, ქალი კი ინტოქსიკაციის კლინიკური ნიშნებით, რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
წინასწარი ინფორმაციით, საცხოვრებელ ბინაში co-ს გაჟონვის მიზეზი, ტექნიკური ნორმების დარღვევით დამონტაჟებული გაზდანადგარი გახდა. კომპანია “სოკარ ჯორჯია გაზის” წარმომადგენელმა “ტვ4-ს” განუცხადა, რომ ამ ეტაპისთვის მიმდინარეობს მოკვლევა არის თუ არა არასწორად დამონტაჟებული გაზდანადგარი აღნიშნული შემთხვევის გამომწვევი მიზეზი. კომპანიაში უჭირთ დაზუსტებით იმის თქმა, თუ როდის შემოწმდა ბოლოს აღნიშნული მისამართი.