რუსთავში ჰაერის დაბინძურების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა

მონიტორინგის შედეგად ატმოსფერულ ჰაერში მყარი ნაწილაკების მატება დაფიქსირდა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე,მათ შორის რუსთავში მაჩვენებელმა ყველაზე მაღალ ნიშნულს მიაღწია-ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

რუსთავში 22 დეკემბერს, PM10-ის კონცენტრაციებმა ნორმას   3.2-ჯერ გადააჭარბა.მონაცემების მიხედვით ირკვევა,რომ რუსთავში დაბინძურების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება.

სხვა ქალაქების მონაცემები ასე გამოიყურება: თბილისში წერეთლის გამზირზე და ქ.ბათუმში – 1.6-ჯერ, თბილისში ყაზბეგის გამზირზე – 1.4-ჯერ, ვარკეთილში – 1.8-ჯერ, ვაშლიჯვარში – 1.9-ჯერ, თბილისში ,,ილიას ბაღში“ – 2.3-ჯერ, ქ.რუსთავში – 3.2-ჯერ, ხოლო ქ.ქუთაისში – 1.1-ჯერ.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო აგრძელებს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის უწყვეტ მონიტორინგს ავტომატური სადგურების საშუალებით. თბილისში, ბათუმში, რუსთავსა და ქუთაისში ისაზღვრება ძირითადი დამაბინძურებელი ნივთიერებების კონცენტრაციები.

ამასთან,ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა აქვს გაეცნოს ინფორმაციას ჰაერის ხარისხის მდგომარეობის შესახებ და მიიღოს ჯანდაცვითი რეკომენდაციები ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალზე www.air.gov.ge