რუსმა სამხედროებმა საოკუპაციო ხაზთან ,კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალის მკვიდრი, 96 წლის გორა ღარიბაშვილი დააკავეს . სავარაუდოდ ,დაკავება ოკუპირებულ სოფელ წუნევთან მოხდა.
ვრცელდება ინფორმაცია,რომ მოხუცი ოკუპირებულ სოფელ წუნევში სასაფლაოზე მისვლას ცდილობდა.
გორა ღარიბაშვილი საოკუპაციო რეჟიმს უკვე რამდენჯერმე ჰყავდა დაკავებული. რუსმა ოკუპანტებმა ის ბოლოს გასულ წელს დააკავეს.