ლანჩხუთში რძალმა მულისა და მისი მეგობარი მამაკაცის გადაღებული ინტიმური ფოტო სოციალურ ქსელში გაავრცელა,რის გამოც ქალს, პირადი ინფორმაციის უკანონოდ მოპოვებასა და გავრცელებისთვის ,ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.
საქმის მასალების მიხედვით ირკვევა,რომ ქალმა საკუთარი მულის და მისი მეგობარი მამაკაცის ფოტო ჯერ უკანონოდ მოიპოვა, ხოლო შემდეგ „ფეისბუქში“ საკუთარ გვერდზე ატვირთა,
„რითაც ნ.-ს და კ.-ს სხვების თვალში მორალური რეპუტაციის შელახვით მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა“, – აღნიშნულია განაჩენში.
გავრცელებული ინფორმაციით, მოსამართლემ საქმეზე მხოლოდ ბრალდებულის ჩვენება მოისმინა,რომელმაც თავი დამნაშავედ სცნო და განაცხადა ,რომ ჩადენილ ქმედებას ინანიებს.