საახალწლო არდადეგები სკოლებსა და ბაღებში

რუსთავის ბაგა-ბაღების გაერთიანებამ საახალწლო არდადეგების თარიღი განსაზღვრა. გაერთიანების ცნობით,ქალაქის სააღმზრდელო დაწესებულებებში ზამთრის არდადეგები 30 დეკემბერს დაიწყება და 15 იანვრამდე გაგრძელდება.   რაც შეეხება საჯარო სკოლებს, განათლების სამინისტროს ინფორმაციით,  საახალწლო არდადეგები  ასევე  30 დეკემბერს დაიწყება და 14 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება. 

ამასთან, სამინისტროს ინფორმაციით კერძო სკოლებს არდადეგების დაწყება-დასრულების თარიღთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება თავად შეუძლიათ.  მსგავსი უფლებით სარგებლობენ უმაღლესი სასწავლებლებიც.