საახალწლო ნობათი რუსთავის ფსიქიატრიული ცენტრის ბენეფიციარებისთვის

ადგილობრივი თვითმმართველობის წევრები დღეს რუსთავის ფსიქიატრიულ ცენტრში იმყოფებოდნენ. ქალაქის ხელმძღვანელმა პირებმა , ბენეფიციარებს საახალწლო ნობათი მიუტანეს.

ხელისუფლების წარმომადგენლების განმარტებით, ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანების საზოგადოებაში ინტეგრირების ხელშეწყობა ერთობლივი ჩართულობითაა შესაძლებელი .

ადგილობრივი თვითმმართველობის წევრებმა სიმბოლური საჩუქრებით ბენეფიციარებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს და ჯანმრთელობა უსურვეს.
იხილეთ ვიდეო.