ივანე ჯავახიშვილის სახელობის 24-ე ქართული გიმნაზიის მოსწავლეები რუსთავის მოხუცებულთა სახლ “ქსენონს” ესტუმრნენ. მოსწავლეებმა ბენეფიციარებს სიმბოლური საჩუქრები მიუტანეს და დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს.
სკოლის პედაგოგის განმარტებით, აქტივობის მიზანს ხანდაზმულების მიმართ პატივისცემის და მზრუნველობის გამოხატვა წარმოადგენდა.