საახალწლო საჩუქრები მოხუცებულთა სახლ “ქსენონის” ხანდაზმულებისთვის

ივანე ჯავახიშვილის სახელობის  24-ე ქართული გიმნაზიის მოსწავლეები რუსთავის მოხუცებულთა სახლ “ქსენონს” ესტუმრნენ. მოსწავლეებმა ბენეფიციარებს სიმბოლური საჩუქრები მიუტანეს და დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს.

სკოლის პედაგოგის განმარტებით, აქტივობის მიზანს ხანდაზმულების მიმართ პატივისცემის  და მზრუნველობის გამოხატვა წარმოადგენდა.