საახალწლო სოფელში ღონისძიებები მიმდინარეობს

რუსთავის  კულტურისა და დასვენების პარკში საახალწლო სოფელში, ღონისძიებები დაიწყო. დღეს 17:00 საათიდან 20 საათამდე ,  რუსთაველებისთვის მრავალფეროვანი პროგრამაა წარმოდგენილი. საახალწლო სოფლის სტუმრების განწყობაზე, საბავშვო შოუ პროგრამა და ანიმატორები ზრუნავენ.

ღონისძებების ფარგლებში დაგეგმილია საცირკო წარმოდგენა და პატარა რუსთაველებისთვის სანტას საჩუქრები.  20:00-ზე ფოლკლორული კონცერტს “თუთარჩელა”; ” მე რუსთველი” და “ფიროსმანი” გამართავენ.