ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტმა, ქვეყნის მასშტაბით განხორციელებული მიმდინარე კონტროლის ღონისძიების შედეგად, საგადასახადო სამართალდარღვევის 382 ფაქტი გამოავლინა.
უწყების ცნობით, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ოფიცრების მიერ 3 951 გადამხდელი შემოწმდა, რის შედეგადაც საგადასახადო სამართალდარღვევები დაფიქსირდა.
დაფიქსირებულ სამართალდარღვევებს შორის არის საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირების 81 ფაქტი; ეკონომიკური საქმიანობის გადასახადის გადამხდელად საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით განხორციელების 18 შემთხვევა; მომხმარებელთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას საკონტროლო-სალარო აპარატის გამოუყენებლობის 283 ფაქტი.