„სადახლოს“ საბაჟო-გამშვები პუნქტის ტერიტორიაზე​ ახალი ინფრასტრუქტურული პროექტი გაიხსნა

„სადახლოს“ საბაჟო-გამშვები პუნქტის ტერიტორიაზე​ ახალი ინფრასტრუქტურული პროექტი გაიხსნა . ახალი ინფრასტრუქტურა  ევროპული სტანდარტების უნიკალური აპარატურით არის აღჭურვილი, რომელიც განკუთვნილია სხვადასხვა საქონლისა და პროდუქტის შემოწმებისთვის და უსაფრთხოების ყველაზე მაღალ სტანდარტებს პასუხობს .

ღონისძიება გახსნეს და საზოგადოებას სიტყვით მიმართეს ,ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელმა ლევან კაკავამ და საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის თანამშრომლობის დეპარტამენტის უფროსმა  ვინსენტ რეიმ.

მოწვეულ სტუმრებთან ერთად,ხელისუფლების წარმომადგენლებმა   ახალი ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს. ღონისძიებაზე მოწვეულები  იყვნენ  დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, მათ შორის, სომხეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში რუბენ სადოიანი, მაღალი რანგის სტუმრები საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობიდან, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრები, ფინანსთა სამინისტროს, შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლები, მებაჟე-ოფიცრები და მედიასაშუალებები.