“სადგურის მოედანზე” მამაკაცს მატარებელი დაეჯახა

“სადგურის მოედანზე” მამაკაცს მატარებელი დაეჯახა. გავრცელებული ინფორმაციით, 60 წლამდე მამაკაცი ლიანდაგებში ჩავარდა.

ადგილზე მობილიზებულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური. მაშველებმა დაზარალებული მამაკაცი ცოცხალი ამოიყვანეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია.