სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი, ცოტნე გამსახურდია კლინიკაში მოინახულა.
„არაფერს არ ვფიქრობ თავდასხმაზე. დეტალები არ ვიცი. შედეგი არის საშინელება. მე, დღეს დილით ქალბატონ მანანას ვესაუბრე. ამიტომ მოვედი, რომ ვნახო. მისი თხოვნითაც მაინტერესებდა, რომ გაკეთდა თუ არა ყველაფერი. ნამდვილად ყველაფერი გაკეთდა, რისი გაკეთებაც შეიძლება. იმის დასტურიც მინდოდა, რომ შემდეგ ყველაფერი გაკეთდება, რაც შემდეგ ეტაპზე იქნება საჭირო. მთავარია, რომ ეს მძიმე პერიოდი გადავლახოთ, როცა პროგნოზი ჯერ მძიმე არის”, – განაცხადა პრეზიდენტმა.
ცნობისთვის, ცოტნე გამსახურდია გუშინ დაჭრეს.