სამი საცხოვრებელი სახლი ერთდროულად დაიწვა

სამი საცხოვრებელი სახლი დაიწვა შუახევში, ბარათაულის თემში. გავრცელებული ინფორმაციით,  ცეცხლი მეოთხე სახლზეც გავრცელდა.

საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურის ცნობით, ადგილზე ოთხი სახანძრო ეკიპაჟი იყო მობილიზებული. მეხანძრე-მაშველებმა მეოთხე სახლი გადაარჩინეს.

ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა 14-ზე მეტი ადამიანი უსახლკაროდ დარჩა.