საოკუპაციო რეჟიმმა ის ერთადერთი გამშვები პუნქტიც ჩაკეტა, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ საქართველოს მოსახლეობას ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიასთან აკავშირებს.
შესაბამისად,საახალწლო დღეებში, ქარძმანი-პერევის გადასასვლელი აღარ იმუშავებს. უკანონო გადაწყვეტილების მიზეზად, საოკუპაციო რეჟიმი უსაფრთხოებას ასახელებს.
უკვე მეოთხე თვეა ახალგორი ჩაკეტილია და უკიდურესად მძიმე პირობებში დარჩენილი მოსახლეობა რეჟიმის მძევალია, ეს ერთადერთი ე.წ. საკონტროლო-გამშვები პუნქტი იყო, რომლითაც საჩხერის რაიონში ადგილობრივები სარგებლობდნენ.