2019 წლის საპენსიო ასაკის პრაქტიკოსი მასწავლებლის საპენსიო ჯილდოზე წარდგენის ვადები განისაზღვრა.
კერძოდ,პედაგოგებს, რომლებსაც ჯილდოს მიღების სურვილი ამ დრომდე, არ გამოუთქვამთ, ამის უფლება 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში აქვთ.
განათლების რეფორმის ფარგლებში, საპენსიო ასაკს მიღწეული მასწავლებლები, რომლებმაც ნებაყოფლობითი არჩევანის საფუძველზე პროფესიიდან გასვლა გადაწყვიტეს, 2019 წელს სახელმწიფოსგან ერთჯერად ფულად ჯილდოს – ორი წლის ჯამურ ხელფასს იღებენ.
საპენსიო ასაკის მხოლოდ პრაქტიკოსის სტატუსის მქონე პედაგოგებს, პროფესიიდან გასვლის შემთხვევაში, განათლების სამინისტრო სთავაზობს, 2 წლის ხელფასის ოდენობას, რომელსაც პედაგოგი ერთიანად იღებს და ასევე სიცოცხლის ბოლომდე უნარჩუნდება ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტი.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებმა უნდა უზრუნველყონ ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში (eSchool) მოდულზე – „საპენსიო ჯილდო“ პედაგოგის წარდგენა განსაზღვრულ ვადებში.
წყარო: ედუ