სართიჭალაში ჯონი რეხვიაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი ჩატარდა

სოფელ სართიჭალაში, გურამ გედეხაურის სახელობის საჭიდაო დარბაზში, საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის, ჯონი რეხვიაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი ჩატარდა.

ტურნირში მონაწილეობას  სხვადასხვა რეგიონიდან 90-მდე სპორტსმენი იღებდა.

შეჯიბრება სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში გაიმართა.

ტურნირი ადგილობრივმა ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა გახსნა.