უწყებების მიერ 9 თვეში გაცემული პრემია-დანამატების საერთო მოცულობამ 167,8 მლნ ლარი შეადგინა

სახელმწიფო უწყებების მიერ 9 თვეში გაცემული პრემია-დანამატების საერთო მოცულობამ 167,8 მლნ ლარი შეადგინა-ამის შესახებ მონაცემები  აუდიტის სამსახურის ბიუჯეტის მონიტორის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა. გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, რეგიონებს შორის, ყველაზე მეტი პრემია-დანამატი, კერძოდ, 27,3 ათასი ლარი ,ქვემო ქართლის რეგიონში გაიცა.

რაც შეეხება სხვა რეგიონებში 9 თვეში გაცემული პრემია-დანამატების მოცულობას,  მონაცემები ასე გამოიყურება:

სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაცია აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის, სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და ფოთის მუნიციპალიტეტში ჯამში 17,9 ათასი ლარი გაიცა, საიდანაც, 2,4 ათასი ლარი დანამატებზე, ხოლო, 15,5 ათასი ლარი პრემიაზე მოდის;

სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაცია ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს, ჭიათურის, ხარაგაულის, ხონის მუნიციპალიტეტბსა და ქუთაისის მუნიციპალიტეტებში სულ 15,3 ათასი ლარი გაიცა, აქედან 14, 4 ათასი ლარი პრემიებზე, დანამატებზე კი, 950 ლარი მოდის;

სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაცია ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრი წყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და რუსთავის მუნიციპალიტეტებში ჯამში, 35,5 ათას ლარზე მეტი გაიცა. საიდანაც 8, 2 ათას ლარზე მეტი პრემიაზე, ხოლო 27,3 ათასი ლარი დანამატებზე მოდის;

სახელმწიფოს რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაციას ლანჩხუთის, ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებს სულ 1,2 ათასი ლარი გაიცა, რომელიც სრულად დანამატებზე მოდის. რეგიონში პრემია არ გაცემულა;

სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაციას ახმეტის, გურჯაანის, დედოფლისწყაროს, თელავის, ლაგოდეხის, საგარეჯოს, სიღნაღისა და ყვარლის მუნიციპალიტეტებს, 1,2 ათასი ლარის დანამატი გაიცა;

სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაციას დუშეთის, თიანეთს, მცხეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტებს 3 ათას ლარზე მეტი ოდენობის დანამატი გაიცა;

სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაციას ამბროლაურის, ლენტეხის, ონისა და ცაგერის მუნიციპალიტეტებს 2,2 ათას ლარზე მეტის დანამატი გაიცა;

სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაციას ადიგენის, ასპინძის, ახალციხის, ახალქალაქის, ბორჯომისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტებს პრემია-დანამატი არ გაუცია;

სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაციას გორის, კასპის, ქარელისა და ხაშურის მუნიციპალიტეტებს 675 ლარის დანამატი აქვს გაცემული, პრემია კი არ გაუცია.