სიმბოლური საჩუქრები ღვაწლმოსილ რუსთაველებს (+ფოტო)

2020 წლის დადგომასთან დაკავშირებით, რუსთავის საკრებულოს სხდომათა დარბაზში საკრებულოს თავმჯდომარემ და ოლქების  მაჟორიტარმა დეპუტატებმა ღვაწლმოსილ რუსთაველებს უმასპინძლეს.

საკრებულოს თავმჯდომარემ ,ლევან ონიანმა სპეციალურად მიწვეულ სტუმრებს ქალაქის წინაშე გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა,დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა და  სიმბოლური საჩუქრები გადასცა.

საკრებულოს ინიციატივით მაჟორიტარმა დეპუტატებმა თითოეული ოლქიდან სხვადსხვა პროფესიისა და ასაკის დამსახურებული რუსთაველი მოქალაქეები შეარჩიეს, რომელთა  შორისაც მოსწავლეები, სტუდენტები, პედაგოგები, ხელოვნების სხვადასხვა დარგის წარმომადგენლები იყვნენ.

შეხვედრა დიალოგის რეჟიმში გაიმართა. რუსთაველმა მოქალაქეებმა ქალაქის ხელმძღვანელ პირებთან ერთად რუსთავის წინაშე არსებული ეკოლოგიური გამოწვევებისა და 2020 წლისთვის დაგეგმილი მნიშვნელოვანი პროექტების შესახებაც იმსჯელეს.