სირიაში ავიადარტყმების შედეგად სულ მცირე 12 ადამიანი დაიღუპა

სირიაში, იდლიბის პროვინციაში ავიადარტყმების შედეგად ,სულ მცირე 12 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

სამოქალაქო თავდაცვის ჯგუფის „თეთრი ჩაფხუტების“ მიერ გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, თუ როგორ ამოჰყავთ მოხალისეებს დაშავებული ადამიანები, მათ შორის ბავშვები ნანგრევებიდან.

უფლებადამცველები ავიადარტყმებზე პასუხისმგებლობას სირიის ძალებსა და ბაშარ ასადის მოკავშირე რუსეთს აკისრებენ.