სკოლაში ინციდენტის შედეგად მოსწავლემ ტვინის შერყევა მიიღო

საჯარო სკოლაში ინციდენტის შედეგად მოსწავლემ ტვინის შერყევა მიიღო. შემთხვევა თბილისის მე-18 სკოლაში, სპორტის გაკვეთილზე მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით,დაპირისპირება ორ მეთერთმეტე კლასელს შორის მოხდა. ერთ-ერთმა მათგანმა დაცემისას ტვინის შერყევა მიიღო. მოზარდი ინგოროყვას სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს. მის ჯანმრთელობას ამ დროისთვის საფრთხე არ ემუქრება.