საზოგადოებრივი მოძრაობის „ქვეყნის სამსახურში“ წარმომადგენლებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს წინ მდუმარე პერფორმანსი გამართეს. მათ უწყების შენობის წინ სკოლის მერხი და სკამი მიიტანეს.
ამ ფორმით მათ 15 წლის მოზარდის გარდაცვალების ფაქტი გააპროტესტეს.
„სისტემა არის მოძალადე. ჩვენ გავაპროტესტეთ სისტემის ძალადობა,“ – განაცხადა ერთ-ერთმა აქტივისტმა
გარდა ამისა, „სირცხვლია“, „შეცვალე“ და „გაბედე“ დღეს, 19.00 საათზე, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან აქციას გეგმავს.