სპექტაკლი “ალი და ნინო” რუსთავის დრამატულ თეატრში

რუსთავის გიგა ლორთქიფანიძის სახელობის პროფესიულ დრამატულ თეატრში სპექტაკლი „ალი და ნინო“ გაიმართა.

სპექტაკლი რომლის ხელმძღვანელიც გოჩა კაპანაძეა, ცხინვალის ივანე მაჩაბლის სახელობის პროფესიული სამხელმწიფო დრამატულმა თეატრმა წარადგინა. ღონისძიება რუსთავის თეატრის მსახიობის ეკატერინე ქვრივიშვილი ხელმძღვანელობით გაიმართა. როგორც თავად ტვ4-თან საუბრის დროს აღნიშნავს, სპექტაკლზე დასასწრები ბილეთების რაოდენობა 5 დღეში ამოიწურა, რის გამოც არაერთი მაყურებელი დარბაზის მიღმა აღმოჩნდა. მსახიობი სპექტაკლზე დასწრების მსურველთა მრავალრიცხოვნებასა და ანშლაგის ფონზე დასრულებულ დადგმას გოჩა კაპანაძის სახელს უკავშირებს.

შეგახსენებთ, რომ გოჩა კაპანაძე რუსთავის გიგა ლორთქიფანიძის სახელობის დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი იყო. ხელმძღვანელობის პერიოდში მან მაყურებელს რუსთავის თეატრის სცენაზე წარმოდგენილი სპექტაკლი წარუდგინა.

აღსანიშნავია, რომ დღეს მაყურებელთა შორის თეატრის დარბაზში ყველა ასაკის წარმომადგენლი იყო შეკრებილი. სრულიად შევსებული იყო როგორც პარტერი, ასევე იარუსები. ღონისძიების ხელმძღვანელის განცხადებით, სპექტაკლზე დასწრება ბილეთების ამოწურვის გამო 40-მდე მაყურებელმა ვერ შეძლო.