სუნი პარლამენტში-საკანონმდებლო ორგანოში ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ

პარლამენტის სხდომათა დარბაზში შსს-ს ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. სამართალდამცველები სხდომათა დარბაზში რამდენიმე წუთის წინ შევიდნენ. სწორედ ექსპერტ-კრიმინასტები დაადგენენ თუ რა ნივთიერება დაასხეს სხდომათა დარბაზში.

შეგახსენებთ, რომ ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, ოპოზიციის წარმომადგენელმა სხდომათა დარბაზში გაურკვეველი ნივთიერება შეიტანა და დაასხა, რის გამოც, დეპუტატებმა დარბაზი დატოვეს.

პარლამენტიდან საპატრულო პოლიციის და ექიმების დახმარებით რამდენიმე ადამიანმა დატოვა,მათ შორის დეპუტატმა ენძელა მაჭავარიანმა და პარლამენტის ერთმა თანამშრომელმა. დაშავებულებს სუნთქვის პრობლემები აღენიშნებოდათ. ერთ-ერთ მათგანს სპეციალური სასუნთქი აპარატის გამოყენება დასჭირდა.

პარლამენტში დაყენებულ სუნზე პასუხიმგებლობა მოძრაობა #სირცხვილიამ აიღო.

ამის შესახებ მოძრაობამ საკუთარ Facebook გვერდზე დაწერა– #სისტემაყარს.

შსს-მ პარლამენტში მომხდარ ფაქტზე გამოძიება განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით დაიწყო.

„პარლამენტში მომხდარ ინციდენტზე გამოძიება დაიწყო სსკ 117-ე მუხლით, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს“, – განაცხადეს შსს-ში.