საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 4 ნოემბერს ტოგოში გატაცებული ქართველი მეზღვაური თავისუფალია.
უწყების განცხადებით, ოთარ ვარდიძე ამჟამად იმყოფება ნიგერიაში, ქალაქ პორტ ჰარკურტის აეროპორტში და მიემგზავრება ქალაქ აბუჯაში, საიდანაც საქართველოში დაბრუნდება.
უწყების განცხადებით, 2019 წლის 4 ნოემბერს ტოგოში,შეიარაღებული პირები თავს დაესხნენ საბერძნეთის რესპუბლიკის დროშის ქვეშ მცურავ ტანკერ Elka Aristotle-ს.
თავდასხმის დროს 24 ეკიპაჟის წევრიდან გაიტაცეს 4 მეზღვაური: საბერძნეთის ერთი, ფილიპინების ორი და საქართველოს ერთი მოქალაქე