ქრისტიანული სამყაროს ნაწილი ქრისტეს შობას ზეიმობს

ქრისტიანული სამყაროს ნაწილი დღეს, 25 დეკემბერს, შობის დღესასწაულს ზეიმობს. საქართველოში საშობაო მსახურება მიმდინარეობს პროტესტანტულ და კათოლიკურ ტაძრებში, ასევე შობის დადგომას აღნიშნავენ ქრისტიან-ბაპტისტთა და ევანგელურ-ლუთერულ ეკლესიაშიც.

ქრისტიანებს შობა მიულოცა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა.

„შობის დღესასწაულს ვულოცავ ყველა ქრისტიანს, ვინც მას დღეს, 25 დეკემბერს ზეიმობს! განსაკუთრებით ვულოცავ ჩვენს მოქალაქეებს – ჩვენი საზოგადოების განუყოფელ წევრებს! ყველას ვუსურვებ მშვიდობას ქვეყანაში, სიმშვიდესა და ბედნიერებას!“ – აღნიშნულია პრეზიდენტის მილოცვაში.

აღსანიშნავია, რომ კათოლიკური ეკლესიის წინამძღვარმა, რომის პაპმა, ქრისტეშობის სადღესასწაულო მესა ვატიკანში აღავლინა. საშობაო მესაზე პაპმა ფრანცისკემ ათასობით კათოლიკე მორწმუნე ადამიანის წინაშე ყურადღება მშვიდობაზე გაამახვილა და აღნიშნა: “„ღმერთს ყველა ადამიანი თანაბრად უყვარს, ისინიც კი, ვინც ყველაზე მეტს აშავებს.“

აღსანიშნავია, რომ მართლმადიდებლური სამყარო ქრისტეს შობის დღესასწაულს 7 იანვარს აღნიშნავს.