ქუჩაში მამაკაცი მოზარდს ფიზიკურად გაუსწორდა -არასრულწლოვანს თავი აქვს გატეხილი

არასრულწლოვანზე ძალადობის ფაქტი- ვრცელდება კადრები,სადაც ჩანს, თუ როგორ უსწორდება მამაკაცი  ფიზიკურად არასრულწლოვანს.  მოზარდს  სავარაუდოდ, თავი აქვს გატეხილი. კადრში ჩანს, როგორ იჭერს ერთ-ერთი მამაკაცი არასრულწლოვანს ხელით, მეორე კი მას ფეხს რამდენჯერმე ურტყამს.

სავარაუდოდ, მოძალადე “რედისონის” უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელია. ამასთან, კადრში ჩანს მერიის უსაფრთხოების სამსახურის რამდენიმე თანამშრომელი.

სასტუმრო “რედისონის” უსაფრთხოების სამსახურში ,ირწმუნებიან,რომ  კადრებში  მოხვედრილი პირები “რედისონის” დაცვის წევრები არ არიან.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება არასრულწლოვანზე ჯგუფური თავდასხმის მუხლით დაიწყო.

წყარო: რუსთავი 2