ყაჩაღობის ბრალდებით 1 პირი დააკავეს

ზუგდიდში, სასურსათო მარკეტში გუშინ მომხდარი ყაჩაღობის ფაქტზე სამართალდამცველებმა ერთი პირი დააკავეს. შსს-ს ცნობით , ზუგდიდის პოლიციის სამმართველოს თანამშრომლებმა დანაშაულის ჩადენიდან ცხელ კვალზე დააკავეს ახალგაზრდა მამაკაცი, 1997 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩელის მკვიდრი.

გამოძიება სსკ-ის 179-ე მუხლით მიმდინარეობს.

შემთხვევა ზუგდიდში, გამსახურდიას გამზირზე მდებარე ერთ-ერთ სუპერმარკეტში გუშინ მოხდა. ცივი იარაღით შეიარაღებულმა მამაკაცმა მოლარეს მუქარით 300 ლარი წაართვა და მიიმალა.