შსს-მ ბათუმში პოლიციელის დაჭრაში ბრალდებულის ძმაც დააკავა

ბათუმში საპატრულო ეკიპაჟის ერთ-ერთი წევრის დაჭრაში ბრალდებულის ძმაც დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ბრალდებულის ძმის დაკავება შემთხვევის ადგილზე მოხდა.

გამოძიება ადმინისტრაციული კოდექსის 173-ე და 166-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც წვრილმან ხულიგნობას და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

შეგახსენებთ, რომ გუშინ მოქალაქემ საპატრულო ეკიპაჟი გააჩერა და მოულოდნელად დაჭრა.