ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მამაკაცის ცხედარი იპოვეს.სოფელ ნატანების გზაზე, შუახნის მამაკაცის ცხედარი გარდაცვლილის ძმამ,თხრილში იპოვა.
გარდაცვალების მიზეზი დადგენილი არ არის.
ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.