შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ,რუსთავში სპორტული ღონისძიება მიმდინარეობს. მე-7 საჯარო სკოლაში შეჯიბრი სპორტის ოთხ სახეობაში: შაშში, მაგიდის ჩოგბურთში, მკლავჭიდში და ბოჩაში იმართება.
ერთმანეთს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები დაუპირისპირდებიან. გამოვლინდებიან პირველი, მეორე და მესამე ადგილის მფლობელები, რომლებსაც სიგელები, მედლები და თასები გადაეცემათ.
ღონისძიება ტრადიციულია და რუსთავი მას ყოველ წელს მასპინძლობს.
შეჯიბრს ქალაქის ხელმძღვანელი პირები ესწრებიან.