შშმ პირთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით,რუსთავში ღონისძიება იმართება

3 დეკემბერს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღე აღინიშნება. ამ დღესთან დაკავშირებით ააიპ „შშმ პირების“ ცენტრში ღონისძიება იმართება. ღონისძიებაზე ცენტრის ბენეფიციარებმა ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის ნომრები წარადგინეს.

ღონისძიებას  ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებიან.

რუსთავის მერიის ცნობით, ცენტრში ინკლუზიურ განათლებას იღებს და თერაპიულ კურსს, ამჟამად განსაკუთრებული საჭიროებების მქონე 150 ბენეფიციარი გადის. რუსთავის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დღის ცენტრს, მთლიანად ადგილობრივი თვითმმართველობა აფინანსებს.

რუსთავის დღის ცენტრის სერთიფიცირებული პედაგოგები, აღსაზრდელებს ორ ახალ სერვისს სთავაზობენ. სერვისი 7 წლამდე ასაკის, განვითარების შეფერხების მქონე ბავშვების შინ მოვლას და მათთვის შესაბამისი თერაპიული მომსახურების გაწევას გულისხმობს.

ცნობისთვის, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღე 3 დეკემბერს, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ინიციატივით, 1992 წლიდან აღინიშნება და მიზნად ისახავს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას შშმ პირთა უფლებების შესახებ, მათი ღირსების დაცვასა და მხარდაჭერას.