ცვლილებები და რეგულაციები, რომლებიც 2020 წელს ამოქმედდება

2020 წლის 1-ელი იანვრიდან რამდენიმე რეგულაცია და ცვლილება ამოქმედდება

კერძოდ, 2020 წლის 1-ელი იანვრიდან საოჯახო სასტუმროებისთვის წყლის საფასურის გადახდის ახალი წესი ამოქმედდება.

გადახდის ახალი წესი – ე.წ ჰიბრიდული ტარიფი მხოლოდ იმ ტიპის საოჯახო სასტუმროებზე ვრცელდება, სადაც მფლობელი თავად ცხოვრობს ბინაში, პარალელურად აქირავებს ბინას ტურისტებზე და მათ მათ მომსახურებას უწევს.

ერთ შემთხვევაში საოჯახო სასტუმრო ისარგებლებს ერთი აღრიცხვის სისტემით – თუ საოჯახო სასტუმრო ერთი თვის განმავლობაში 25მ3-ზე ნაკლებ წყალს მოიხმარს, წყლის საფასურს გადაიხდის საყოფაცხოვრებო ტარიფით. ხოლო იმ შემთხვევაში თუ მოხმარება 25მ3-ზე მეტი იქნება, მხოლოდ გადაჭარბებულ ოდენობაზე გადაიხდის არასაყოფაცხოვრებო ტარიფით.

მეორე შემთხვევაში ობიექტზე წყლის მოხმარება აღირიცხება ორი მრიცხველით – ბინის იმ ნაწილზე, სადაც თავად ცხოვრობს მფლობელი წყლის საფასურს გადაიხდის საყოფაცხოვრებო ტარიფით, ხოლო იმ ნაწილზე სადაც ხორციელდება ტურისტების მიღება და მომსახურება, წყლის საფასურს გადაიხდის არასაყოფაცხოვრებო ტარიფით.

რძის და რძის პროდუქტების მწარმოებლებისთვის 2020 წლიდან ახალი რეგულაციები ამოქმედდება

არარეგისტრირებული ფიზიკური პირების საქმიანობა, რომლებიც სურსათის წარმოებას, გადამუშავებას და რეალიზაციას ორგანიზებულად ეწევიან სახელმწიფო კონტროლს დაექვემდებარება. სახელმწიფო კონტროლი არ გავრცელდება ფიზიკურ პირებზე, რომლებიც ოჯახური წარმოებას ეწევიან და სურსათის წარმოებას, გადამუშავებას და რეალიზაციას მცირე რაოდენობით ახორციელებს.

1 -ელი იანვრიდან იკრძალება სტადიონებზე თამბაქოს მოწევა

აკრძალვა ყველა იმ სტადიონს ეხება, რომელსაც ადმინისტრაცია ჰყავს. ფაქტის დაფიქსირების შემთხვევაში კანონდამრღვევი 500 ლარით დაჯარიმდება. 2018 წელს მიღებულ კანონში, რომლის თანახმადაც,მოწევა დახურულ შენობებში, საზოგადოებრივ სივრცეებსა და დაწესებულებებში აიკრძალა, ითქვა, რომ სტადიონზე თამბაქოს მოწევა დასაშვები 2020 წლის პირველ იანვრამდე იქნებოდა .

ახალი რეგულაცია საფინანსო სექტორისთვის – რა შეზღუდვა ამოქმედდება სესხის გამცემი პირებისთვის 2020 წლიდან

მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისთვის, კომერციული ბანკებისა და სესხის გამცემი სუბიექტებისთვის 2020 წლის 1-ლი თებერვლიდან ახალი შეზღუდვა ამოქმედდება. საუბარია, სესხის გამცემი პირებისთვის დაწესებულ შეზღუდვაზე, რომელიც სესხის უზრუნველყოფაში ჩადებული ქონების ბანკში გადაგირავებას კრძალავდა. კერძოდ, როგორც ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 11 ოქტომბრის ბრძანებაშია აღნიშნული, მისო-ს და სესხის გამცემ სუბიექტს 1-ლი თებერვლიდან აეკრძალებათ გაცემული სესხის უზრუნველსაყოფად მიღებული ქონების, მის მიერ აღებული ნებისმიერი სახის ვალდებულების უზრუნველყოფის საგნად გამოყენება.

კომერციულ ბანკებს კი აეკრძალებათ, რომ მიკროსაფინანსო ორგანიზაციის, სესხის გამცემი სუბიექტისა და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულება – საკრედიტო კავშირისთვის გაცემული სესხის უზრუნველყოფის საგნად გამოიყენოს ქონება, რომელიც ამ მიკროსაფინანსო ორგანიზაციის, სესხის გამცემი სუბიექტისა და საკრედიტო კავშირის მიერ მიღებულია გაცემული სესხის უზრუნველსაყოფად.

რა იცვლება მარჯვენასაჭიანი და საჭეგადატანილი ავტომობილებისთვის 2020 წლიდან მარჯვენასაჭიან და საჭეგადატანილ ავტომობილების მფლობელებისთვის

ახალი რეგულაციები 2020 წლის 1-ლი აპრილიდან ამოქედდება. კერძოდ, თუ მძღოლი საჭის გატანას და ტექინსპექტირების გავლას 2020 წლის 1-ელ აპრილამდე მოასწრებს, მისი ავტომობილი ტექინსპექტირებას შემდგომ წლებშიც ჩვეულებრივ გაივლის. თუმცა, აღნიშული პერიოდის შემდგომ, საჭის გადატანა (შესაბამისად, ტექდათვალიერება) აიკრძალება. იგივე რეგულაციები ვრცელდება მარჯვენასაჭიან ავტომობილებზეც. კერძოდ, 2020 წლის 1-ელ აპრილამდე რეგისტრირებული ავტომობილები, რომელიც ტექინპექტორებასაც ამავე ვადაში გაივლიან, შემდგომ წლებშიც შეძლებენ ტექდათვალიერებას. თუმცა უკვე 1-ლი აპრილიდან იმპორტირებული ავტომობილები რეგისტრაციას (შესაბამისად, ტექდათვალიერებას) ვეღარ გაივლიან. რაც შეეხება დასტიკერებულ ფარებს, ესეც 2020 წლის 1-ელ აპრილამდე დაშვებულია. 1–ლი აპირილის შერმდეგ კი აიკრძალება.


კიდევ ერთი მნიშვნელვანი ცვლილება ეხება თხევად აირზე მომაშავე ავტომობილებს. მათთვის სავალდებულო ხდება, რომ ტექინპექტირებამდე შემოწმება თხევად აირზე და მის გამართულ მუშაობაზე გაიარონ.