ცნობილია, რა პროდუქტები იწვევს უძილობას

კოლუმბიის უნივერსიტეტის ექიმებისა და ქირურგების კოლეჯის მეცნიერებმა უძილობის გამომწვევი პროდუქტები დაასახელეს. ინფორმაცია ამის შესახებ ვებგვერდ MedicalXpress-ზე გამოქვეყნდა.

„როდესაც სისხლში შაქრის დონე სწრაფად იზრდება, ორგანიზმი რეაგირებს ამაზე და ინსულინს გამოიმუშავებს. სისხლში შაქრის დონის დაწევის შედეგად წარმოიქმნება ჰორმონები, მაგალითად, ადრენალინი და კორტიზოლი, რამაც შესაძლოა უძილობა გამოიწვიოს“, – აცხადებენ სპეციალისტები. კვლევის ავტორებმა 50 ათასამდე ადამიანის კვების რაციონი შეისწავლეს. როგორც აღმოჩნდა, შაქარი, თეთრი პური და ბრინჯი სისხლში შაქრის დონეს ზრდის, რაც, თავის მხრივ, უძილობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია.