ცხინვალის ე.წ პროკურატურა ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის მიმართ, ორწლიან პატიმრობას ითხოვს. ამის შესახებ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი ბადრი მანჯავიძე ცხინვალიდან იუწყება. მისივე თქმით, ე.წ მოსამართლე უკვე საათზე მეტია გადაწყვეტილების მისაღებად გავიდა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი, ბადრი მანჯავიძე ცხინვალში ჩავიდა, სადაც ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის სასამართლო პროცესი ამ წუთებშიც მიმდინარეობს. ბადრი მანჯავიძეს ორმაგი მოქალაქეობა აქვს .