წალკაში ასაკოვანი მამაკაცი სავარაუდოდ, წამებით მოკლეს

მკვლელობა წალკაში ,სოფელ არწივანში მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, მოკლულია ასაკოვანი მამაკაცი.

ერთ-ერთი ვერსიით, თავდამსხმელებმა მამაკაცი სასტიკად აწამეს, რის შედეგადაც იგი გარდაიცვალა.

როგორც tv4-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო,რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.