გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა,წინასაახალწლოდ, სახელმწიფო ტყის ფონდში, დაცული ტერიტორიების, თვითმმართველი ერთეულისა და კერძო საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე ხე-მცენარეების მოპოვება-ტრანსპორტირება-რეალიზაციაზე კონტროლი გააძლიერა.
უწყების ცნობით, წიწვოვანი ხე-მცენარეების უკანონოდ მოპოვებაზე, ტრანსპორტირებასა და რეალიზაციის წესის დარღვევაზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 64-ე, 641-ე 66-ე, 151-ე, 1282-ე მუხლებით გათვალისწინებული საჯარიმო სანქციები მოქმედებს, რომლებიც 500 ლარიდან 2000 ლარამდე მერყეობს.
“64-ე მუხლი – სახელმწიფო ტყის ფონდის მიწებზე ხე-ბუჩქნარისა და ტყის კულტურების, ტყის სანერგეებსა და პლანტაციებში ნათესების ან ნერგების მოსპობა ან დაზიანება, რამაც შესაძლებელია მათი ზრდის შეწყვეტა გამოიწვიოს, – გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის იარაღის კონფისკაციით ან უამისოდ და სამართალდარღვევის ობიექტის კონფისკაციით.
მუხლი 641 – დაცული ტერიტორიებისა და მათი ტერიტორიულ-ფუნქციონალური ზონების საზღვრების ფარგლებში მერქნიან მცენარეთა უკანონო გაჩეხვა და დაზიანება, – გამოიწვევს სამართალდამღვევის დაჯარიმებას 1 500 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის იარაღის კონფისკაციით ან უამისოდ და სამართალდარღვევის ობიექტის კონფისკაციით.
მერქნიან მცენარეთა უკანონო გაჩეხვა და დაზიანება – სახელმწიფო ნაკრძალის, ეროვნული პარკის ბუნების მკაცრი დაცვის ზონის, ბუნების ძეგლის, ბიოსფერული რეზერვატის ბირთვის (ბუნების მკაცრი დაცვის) ზონის, მსოფლიო მემკვიდრეობის უბნისა და საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიანი ტერიტორიის დადგენილი საზღვრების ფარგლებში ან საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი სახეობების მიმართ, – გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის იარაღისა და სამართალდარღვევის ობიექტის კონფისკაციით.
66-ე მუხლი – სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე ხე-ტყის დამზადება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი დოკუმენტების გარეშე ან სამონადირეო მეურნეობის მოწყობა სათანადო ლიცენზიის გარეშე – გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის იარაღისა და ხე-ტყის კონფისკაციით.
151-ე მუხლი – მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ტერიტორიაზე (გარდა კერძო საკუთრებაში არსებული ტერიტორიისა) მწვანე ნარგავების დაზიანება, თვითნებური მოჭრა, განადგურება – გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.
უკანონო ტრანსპორტირებისას კი საჯარიმო სანქციები ასეთია: 1282 ხე-ტყის საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ შემთხვევებში სათანადო დოკუმენტის გარეშე ტრანსპორტირება – გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით, ხე-ტყის კონფისკაციით ან უამისოდ.
მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში (მათ შორის, კერძო საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე) მოპოვებული ხე-მცენარის საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ შემთხვევებში სათანადო დოკუმენტის გარეშე ტრანსპორტირება ან სპეციალური ფირნიშით მარკირების გარეშე სახერხ საამქროში შეტანა (განთავსება) – გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით, ხე-მცენარის კონფისკაციით ან უამისოდ.
ამასთან, საჯარიმო თანხას ემატება ხე-მცენარის უკანონოდ მოპოვებით გარემოსათვის მიყენებული ზიანის ოდენობაც, ხოლო თუ გარემოსათვის მიყენებული ზიანის ოდენობა აღემატება 1000 ლარს, პირის მიმართ დგება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობ ამნიშვნელოვანი ზიანის დროს, სისხლის სამართლის ნიშნების არსებობის შემთხვევაში, საქმე იგზავნება სამართალდამცავ ორგანოებში.ამასთან, საჯარიმო თანხას ემატება ხე-მცენარის უკანონოდ მოპოვებით გარემოსთვის მიყენებული ზიანის ოდენობაც. იმ შემთხვევაში, თუ გარემოსთვის მიყენებული ზიანის ოდენობა აღემატება 1000 ლარს, პირის მიმართ დგება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა.”-ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ამასთან, უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, წიწვოვანების კანონიერად მოსაპოვებლად, რამდენიმე გზა არსებობს. წიწვოვანი ხე-მცენარეების კანონიერად მოპოვება და რეალიზაცია დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის მოპოვებულია სანერგეებში, პლანტაციებში, საკარმიდამო ნაკვეთებში ან იმპორტირებულია.
ასეთ შემთხვევაში, რეალიზატორმა უნდა წარმოადგინოს ხე-მცენარის კანონიერად ფლობის დამადასტურებელი სათანადო დოკუმენტი. თუ წიწვოვანი მცენარე მოპოვებულია კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ან ხელოვნურად გაშენებულ სანერგეში, მცენარეების ტრანსპორტირებისთვის სავალდებულოა მათი ადგილწარმოშობის ცნობა, რომელსაც გასცემს ადგილობრივი მუნიციპალიტეტის გამგეობა. იმ შემთხვევაში კი, თუ მცენარის დიამეტრი აღემატება 12 სანტიმეტრს, ადგილწარმოშობის ცნობის საფუძველზე, ხე-ტყის წარმოშობის დამადასტურებელ დოკუმენტს გასცემს სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტო.