წყალდიდობასა და ძლიერ ქარს ორი ადამიანი ემსხვერპლა საფრანგეთში

უცხოური მედიის ინფორმაციით,წყალდიდობას და ძლიერ ქარს ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა საფრანგეთის სამხრეთ დასავლეთ რეგიონებში.

სტიქიის ზონაში 40 ათასი ადამიანი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.

განსაკუთრებით რთული მდგომარეობა ნორმანდიაშია, საიდანაც 600 ადამიანის ევაკუაცია უკვე განხორციელდა.

სტიქიის ზონაში ქარის სიჩქარე საათში 142 კილომეტრს აღწევს.