ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, ნაწულუკუს უბანში ხანძრის შედეგად 6 ჰექტრამდე თხილისა და ხურმის პლანტაცია დაიწვა.
გავრცელებული ინფორმაციით, თავდაპირველად ცეცხლი ეკალ-ბარდებს გაუჩნდა, ძლიერი ქარის შედეგად კი, ახლომდებარე პლანტაციასაც მოედო და სრულად დაიწვა.
ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში მეხანძრე-მაშველების ორი ბრიგადა მონაწილეობდა. ხანძარი ამ დროისთვის სრულად ლიკვიდირებულია.