გარდაბნის მუნიციპალიტეტში, ხუთი სოფლის წყალმომარაგების პროექტის (მარტყოფი,ნორიო, ახალსოფელი, ვაზიანი, ახალი სამგორი) მეორე ეტაპის სამშენებლო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
ადგილზე, მშენებლობის პროცესს და სამუშაოების ხარისხს გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი რამაზ ბუდაღაშვილი გაეცნო.
ამ ეტაპზე, სათავე ნაგებობიდან სოფლებამდე მისასვლელი ცენტრალური მილსადენის მოწყობასთან ერთად , აქტიურად მიმდინარეობს სოფლებში რეზერუარების მშენებლობა.
პირველი ეტაპის სამუშაოების ფარგლებში სათავე ნაგებობაზე უკვე მოეწყო ჭაბურღილები, საქლორატორო და სატუმბი სადგური.
პარალელურ რეჟიმში, სოფელ მუღანლოს წყალმომარაგებისთვის საპროექტო სამუშაოები მიმდინარეობს.