4 და 6 დეკემბერს მყარი ნაწილაკების PM10-ის კონცენტრაციების ნორმაზე გადაჭარბება დაფიქსირდა მხოლოდ ქ.რუსთავში – 1.3-ჯერ და 1.1-ჯერ-ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აღნიშნულ დღეებში, მყარი ნაწილაკების კონცენტრაციების ნორმაზე გადაჭარბება მხოლოდ რუსთავში დაფიქსირდა.
სააგენტო ატმოსფერულ ჰაერში ტყვიის შემცველობის განსაზღვრას საბავშვო ბაღებისა და სკოლების მიმდებარე ტერიტორიებზეც ახორციელებს .სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 7 დეკემბერს კონცენტრაციებმა ნორმას – 1.9-ჯერ გადააჭარბა. ნორმაზე გადაჭარბება დაფიქსირდა ასევე 9 ნოემბერს და 10 დეკემბერს 1.3-ჯერ.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო აგრძელებს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგს ავტომატური სადგურების საშუალებით. თბილისში, ბათუმში, რუსთავსა და ქუთაისში ისაზღვრება ძირითადი დამაბინძურებელი ნივთიერებების კონცენტრაციები. გაზომვების შედეგად ატმოსფერულ ჰაერში განსაზღვრული ნივთიერებების შემცველობები ნორმის ფარგლებში დაფიქსირდა, გარდა აზოტის დიოქსიდის (NO2) და მყარი ნაწილაკების (PM10) კონცენტრაციებისა.
ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა აქვს გაეცნოს ინფორმაციას ჰაერის ხარისხის მდგომარეობის შესახებ და მიიღოს ჯანდაცვითი რეკომენდაციები ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალზე air.gov.ge