1 დეკემბერი შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა

1 დეკემბერს, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დარბაზში, შიდსის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა გაიმართება.

შიდსის ცენტრის ინფორმაციით, შეხვედრაზე განხილული იქნება ქვეყანაში აივ/შიდსის მხრივ არსებული მდგომარეობა, მიღწევები, გამოწვევები და პერსპექტივები.

2019 წლის 30 ნოემბრის მონაცემებით, საქართველოში რეგისტრირებულია აივ/შიდსის 8028 შემთხვევა, მათგან 6023 მამაკაცია და 2005 – ქალი. ქვეყანაში აივ/შიდსით ავადმყოფების სავარაუდო რიცხვია 9400. შიდსი განუვითარდა 4197 ავადმყოფს და 1626 გარდაიცვალა. 2019 წლის პირველ 11 თვეში უკვე გამოვლინდა აივ/შიდსის 594 ახალი შემთხვევა.