2020 წლის 1 იანვრიდან ფუნქციონირებას დასაქმების ხელშეწყობის სააგენტო დაიწყებს.
ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, მოსახლეობის აქტიური დასაქმება და დასაქმების ხელშეწყობა სახელმწიფოს პრიორიტეტია.
უწყების ცნობით,დასაქმების ხელშეწყობის სააგენტო მომავალი წლიდან სოციალური მომსახურების სააგენტოს შრომის და დასაქმების ხელშეწყობის მიმართულებით არსებულ ფუნქციებს და უფლებამოსილებებს შეასრულებს.
სააგენტო არსებული დასაქმების ხელშეწყობის პროგრამებისა და სერვისების განხორციელებას გააგრძელებს , რაშიც პროფესიული უნარების განვითარება, მომზადება-გადამზადება, სტაჟირება, სუბსიდირება, კონსულტირება და კარიერის დაგეგმვა შედის , ამავე დროს შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემა worknet.gov.ge-ს ახალი ფუნქციები დაემატება.