რუსთავში ახალი წლის დღეებში მუნიციპალური ტრანსპორტის გრაფიკი იცვლება. როგორც რუსთავის მუნიციპალური ავტოტრანსპორტის კომპანიაში tv4-ს განუცხადეს, 1-ელ და 2 იანვარს ,ავტობუსები არ იმუშავებს.
ჯურხა ბენდელიანის ცნობით, სამი იანვრიდან ავტობუსები ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებენ მუშაობას, კერძოდ 3 იანვრიდან 14 იანვრამდე 17 ერთეული ავტობუსი იმუშავებს,ხოლო 14 იანვრიდან ქალაქში 20-ვე ავტობუსი, ჩვეულ რეჟიმში იმოძრავებს.
ცნობისთვის, ქალაქში 6 მარშრუტზე 20 ერთეული ავტობუსი მუშაობს.
რაც შეეხება სამარშუტო ტაქსებს, როგორც რუსთავის მერიის შესაბამის სამსახურში tv4-ს განუცხადეს, მიკროავტობუსები 1-ელ და 2 იანვარს გაზრდილი ინტერვალით იმოძრავებენ. კერძოდ ,201 სამარშუტო ტაქსიდან, ახალ წელს და ბედობას დაახლოებით ,100 სამარშუტო ტაქსი იმოძრავებს.
რაც შეეხება ტაქსებს, კერძო კომპანიების , M1 კატეგორიის ტაქსები, ჩვეულ რეჟიმში იმუშავებენ.