10 წლის მოზარდს მიკროავტობუსი დაეჯახა

 10 წლის გოგონას „ფორდის“ მარკის მიკროავტობუსი დაეჯახა. შემთხვევა გორში მოხდა. 

სასწრაფო დახმარების ბრიგადამ მოზარდი უგონო მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანა. დაშავებული ამ დროისთვის რეანიმაციაშია მოთავსებული.

ექიმების ინფორმაციით, მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.